სამშენებლო ობიექტების ინსპექტირება
Updated: Nov 1, 2019
ქ. თბილისში სამშენებლო ობიექტების ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედ
ველობის სააგენტოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, 2019 წლის 23 ივლისიდან დღემდე 140 - ზე მეტი სამშენებლო ობიექტი შემოწმდა.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები:
რისკების შეუფასებლობა;
სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უგულებელყოფადაუცველი ღიობები (ჭები, შურფები, ლიფტის შახტები, კიბის უჯრედები, ნებისმიერი ადგილი, სადაც შესაძლოა ადამიანების ვარდნა);
არასტანდარტული, კუსტარული ხარაჩოები, დაკიდული ხარაჩოები;
ტვირთამწეობაზე გამოუცდელი უსაფრთხოების ბადეები;
ინსტრუქტაჟებისა და სწავლებების უგულებელყოფა;
აღჭურვილობის გაუმართაობა;
შრომის უსაფრთოების სპეციალისტის არ ყოლა;
მაფრთხილებელი ნიშნების უგულებელყოფა;
ლიფტების ვარდნის ავარიული დამჭერების გაუმართაობა.