11 დეკემბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) შრომის უსაფრთხოების პრაქტიკული სწავლება გაიმართა.
სეიფთი ლაბის მთავარი ინსპექტორის მიერ მოხდა სახანძრო-სამაშველო საკითხების თეორიული განხილვა. ხოლო პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, ამოქმედდა სასწავლო განგაში და მოხდა სიმულაცია თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ხანძრის დროს.
აღნიშნული სწავლებების მიზანია დასაქმებულების ინფორმირებულობის გაზრდა შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნების, წესებისა და პროცედურების შესახებ და მათთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
Comments