შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ჩამოყალიბების კვალდაკვალ, შრომით ბაზარზე სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოდ მუშაობის კულტურის ჩამოყალიბებას. 2018 წელს მიღებული შრომის უსაფრთხოების ორგანულმა კანონმა გარდამტეხი წვლილი შეიტანა შრომის უსაუფრთხოების სფეროს ჩამოყალიბებაში და ბაზარზე გააჩინა ახალი კომპანიები, რომლებიც დახმარებას უწევებ ბიზნესს, ნაკლები დანახარჯებით მიაღწიონ ეფექტურ შედეგს - სამუშაო გარემოს გაუმჯობესებას.
თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მცდარია მოსაზრება, რომ შრომის უსაფრთხოება ესაა იაფი და მარტივად რეგულირებადი ვექტორი, რომელიც მოითხოვს ნაკლებ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებს. შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი მოსაზრებები განაპირობა შრომის ბაზარზე ბოლო დროს შექმნილა კომპანიათა თუ პირთა გაერთიანებებმა, რომლებიც გარკვეულ ბიზნეს სუბიექტებს შრომის უსაფრთხოების გარე (outsourcing) მომსახურეობას უწევენ მინიმალურ ფასად და პასუხისმგებლობას იღებენ ყველა დანაკარგზე, ფინანსური თუ ტექნიკური მიმართულებით. ბიზნესი კი, რომელიც ორიენტირებულია მინიმალური დანახარჯებით მიაღწიოს მაქსიმალურ მოგებას, ცხადია თანხმდება ამგვარ შეთავაზებას და თავს გრძნობს კომფორტულ მდგომარეობაში, რადგან მიაჩნია რომ გააფორმა კომერციულად მომგებიანი შეთანხმება.
რა ხდება სინამდვილეში? ზემოაღნიშნული პირობებით დადებული შეთანხმებები, როგორც წესი წარუმატებელი და საზიანოა ბიზნესისთვის, ვინაიდან ბიზნეს ოპერატორი უცხადებს სრულ ნდობას დაქირავებულ კომპანიასა თუ პირს, არ ინტერესდება მათი კომპეტენციით/ კვალიფიკაციით და არ ახდენს კონტროლს, იმის ფიქროთ, რომ მას თავიდან აქვს არიდებული ყველა ტიპის პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს მის მიმართ ვერ ექნება პრეტენზიები.
სწორედ ასეთი ბიზნესისთვის სამწუხაროდ, შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონი, არ სცნობს პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მექანიზმს და ცალსახად უთითებს, რომ დამსაქმებლის ვალდებულებაა უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, ხოლო მისი არშესრულების შემთხვევაში მას დაეკისრება ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი პასუხიმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. ამგვარი შემთხვევისთვის კი კომპანია არ არის მზად და დაქირავებული კომპანიისა თუ პირისაგან დამოუკიდებლად, მარტო აღმჩნდება სერიოზული პრობლემების წინაში და მხოლოდ შემდეგ იწყებს დაშვებული შეცდომების გააზრებას.
რეალურად, კვალიფიციური მომსახურეობის მიღების პირობებში, დაქირავებული კომპანიისაგან ბევრად მეტი სარგებლის მიღება შეუძლია ბიზნესს, ვიდრე ამას ის თავადვე შეძლებდა.
პირველ რიგში ბიზნეს ოპერატორმა უნდა მოიკვლიოს ბაზარი და შეიარჩიოს ის კომპანია, რომელსაც მომსახურეობის სფეროში გააჩნია შესაბამისი გამოცდილება. შემდგომი ეტაპია მოლაპარაკება ამ კომპანიასთან და იმ ძირითადი საკითხების განსაზღვრა, რისი გადაჭრაც მოუწევს კომპანიას თანამშრომლობის შემდგომი პერიოდის განმავლობაში. არ უნდა დავივიწყოთ მომსახუროების გამწევი ორგანიზაციის თანამშრომელთა კვალიფიკაცია, რაც აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტებით.
ბოლო ეტაპს წარმოადგენს მოლაპარაკება პირობებსა და ვადებზე. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად იკვეთება შეთანხმება, რომ მომსახურეობის გამწევი კომპანია დამსაქმებელთან ერთად ზრუნავს სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე და არა დამოუკიდებლად, როგორც ეს ბოლო პერიოდში დამკვიდრებული წარუმატებელი პრაქტიკაა. ბიზნესი, რომელიც ამ ყველაფერს ითვალისწინებს, წარმატებით უმკლავდება შრომის უსაფრთხოებაში არსებულ გამოწვევებს.
სწორედ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კომპანიას წარმოადგენს სიეფთი ლაბი, რომელიც ბიზნესს სთავაზობს მომსახურეობის გაწევას იმგვარად, რომ თანაბრად იქნას გაზიარებული პასუხისმგებლობის კომპონენტები და ურთიერთდახმარების პრინციპის დაცვით მიიღწევა პოზიტიური შედეგი. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია შრომის ინსპექციაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და სფეროში სადიპლომო განათლების მქონე სპეციალისტებით, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ ბიზნესს არსებული გამომწვევების დაძლევაში. ჩვენთვის მთავარია გაწეული მომსახურეობის ხარისხი და მუდმივი კოორდინაცია დამსაქმებელთან მიღებული შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
Comentários