Search

შრომის უსაფთხოების კანონით განსაზღვრული ნორმები

საქართველოში მოქმედი შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების დადგენილი ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე და ეს პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება დამსაქმებელს.

კანონმდებლობის შესაბამისად დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) რეგულარულად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით, შეამოწმოს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობა და მოახდინოს მისი დოკუმენტირება;

ბ) უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების და სხვა დამცავი საშუალებების მოვლა-გასუფთავება, გააკონტროლოს მათი სწორად გამოყენება და საჭიროების შემთხვევაში დროულად შეცვალოს ისინი;


გ) უზრუნველყოს დასაქმებულებისათვის სწავლების (ტრენინგების) და ინსტრუქტაჟის ჩატარება;


დ) შეიმუშაოს პრევენციული ღონისძიებების პოლიტიკა;


ე) მოახდინოს საფრთხეების იდენტიფიცირება და შეაფასოთ რისკები;


ვ) ითანამშრომლოს დასაქმებულებთან შრომის უსაფრთხოების საკითხებზე;


ზ) დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და სხვა.

სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს დამსაქმებლის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით აკისრებს მას ადმინისტრაციულ სახდელს (გაფრთხილება, ჯარიმა, სამუშაო პროცესის შეჩერება)


სეიფი ლაბის კვალიფიციური და შრომის ინსპექციაში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე გუნდი, დაგეხმარებათ უზრუნველყოთ შრომის უსაფრთხოების საკითხების დაცვა თქვენს ორგანიზაციაში.


148 views

© 2019 by Safety Lab

  • Black Facebook Icon
  • Black LinkedIn Icon