top of page
Search

ობიექტის რისკების და საფრთხეების შეფასება

რისკების შეფასება წარმოადგენს საფრთხეების იდენტიფიცირების, დასაქმებულებისა და სხვა პირების ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოებას. ასევე, რისკების დონის შეფასებას, საკონტროლო ზომების განსაზღვრას და განხორციელების პროცესს, რომლებიც ამ რისკების თავიდან აცილებაზე ან მინიმუმადე დაყვანაზეა ორიენტირებული.

დამსაქმებელი ვალდებულია საწარმოო გარემოს და სამუშაო პროცესის გათვალისწინებით მოახდინოს ყველა არსებული საფრთხის იდენტიფიცირება, მათგან მომდინარე რისკების შეფასება და შესაბამისი საკონტროლო ღონისძიებების დანერგვა - განხორციელება.


რისკისა და საფრთხის შეფასება ხორციელდება მთელი დაწესებულების მასშტაბით, მის ყველა სტრუქტურულ თუ ორგანიზაციულ დონეზე. ამასთან, საუკეთესო შედეგის მისაღებად სასურველია რისკები შეფასება განხორციელდეს საქმიანობის განხორციელებისა, თუ დასახული ამოცანის შესრულების დაწყებამდე.

მართეთ თქვენი ორგანიზაციის რისკები სეიფთი ლაბის დახმარებით!

55 views0 comments
bottom of page