top of page

ჩვენ შესახებ

horizontal_tagline_on_transparent_by_log
სეიფთი ლაბი
 
სეიფთი ლაბი დაგეხმარებათ სწორად დაგეგმოთ თქვენი კომპანიის შრომის უსაფრთხოება და მართოთ პროფესიული რისკები

 

​შრომის უსაფთხოების სისტემის შემუშავება, დანერგვა, მართვა და კონტროლი - ეს ჩვენ ვართ

Team
ჩვენი გუნდი
viber_image_2019-09-20_01-06-57_edited.j
ირაკლი არაბიძე  I დამფუძნებელი

დირექტორი / მთავარი ინსპექტორი

ირაკლი საჯარო მმართველობის დოქტორია შრომის უსაფრთხოებაში. 2015-2019 წლებში მუშაობდა  ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექტორად.  შემოწმებას ახორციელებდა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტებზე. 

2019 წლიდან ხელმძღვანელობს შრომის უსაფრთხოების აკრედიტებულ პროგრამას. ფლობს შრომის უსაფრთხოების საერთაშრისო IOSH სერტიფიკატს. გამოცემული აქვს შრომის უსაფრთოების სასწავლო წიგნი და ჟურნალი, არის დარგში არაერთი სტატიის ავტორი.

ანა საბახტარიშვილი_edited.png
ანა საბახტარიშვილიდამფუძნებელი

კომერციული დირექტორი

ანა სამართლის მაგისტრია კორპორატიულ სამართალში. აქვს 15+ წლიანი გამოცდილება. აქედან 10+ წლიანი გამოცდილება მენეჯმენტში და 5+ წლიანი გამოცდილება ფორმალურ და არაფორმალურ სწავლებაში. ამჟამად, ანა სექტორული ბიზნეს გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორია, ასევე წევრის სტატუსით მონაწილეობს სხვადასხვა კოლეგიურ ორგანოსა, თუ საბჭოში,  მათ შორის  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოში.

gigi.png
გიგი გაჩეჩილაძედამფუძნებელი

საოპერაციო დირექტორი

გიგი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია მარკეტინგში. აქვს 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილება. აქედან 3 წელი ტრენინგების და კონსულტაციების მიმართულებით და 5 წელი სხვადასხვა კომპანიის მენეჯმენტის სფეროში. ამჟამად, სტარტაპ და IT კომპანიის დამფუძნებელია. ასევე, მუშაობს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე სამშენებლო ინსპექტირების კომპანიაში.

თამარი_edited.jpg
თამარ დოლიძე

მთავარი ინსპექტორი

თამარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრია საჯარო მმართველობაში. 2015-2018 წლებში მუშაობდა  ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექტორად.  შემოწმებული აქვს 100-ზე მეტი საწარმო-ორგანიზაცია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების 7 საერთაშორისო და 2 ეროვნული სწავლება. ფლობს შრომის უსაფრთხოების საერთაშრისო IOSH სერთიფიკატს.

ნინო_edited.jpg
ნინო სიბაშვილი

მთავარი ინსპექტორი

ნინო 2015-2019 წლებში მუშაობდა  ჯანდაცვის სამინისტროში შრომის ინსპექტორად.  შემოწმებული აქვს 100-ზე მეტი საწარმო-ორგანიზაცია შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების 3 საერთაშრისო და 4 ეროვნული სწავლება. ფლობს შრომის უსაფრთხოების საერთაშრისო IOSH და  შრომის უსაფრთხოების აკრეტიდებულ სერტიფიკატებს.

დიმა.jpg
დიმიტრი პაპიაშვილი

ინსპექტორი

დიმიტრი 2019 წლიდან შრომის უსაფრთხოების აკრეიდტებული სპეციალისტია. 2019 წლიდან შემოწმებული აქვს სხვადასხვა ტიპის ობიექტი.

გოჩა (2).jpg
გოჩა გელაშვილი

ინსპექტორი

გოჩა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტია ელექტროუსაფრთხოებაში. 2015 წლიდან მუშაობს შრომის უსაფრთხოების სფეროში და მომსახურეობას უწევს 10-ზე მეტ კომპანიას.

გაინტერესებთ მეტი? 

ჩვენ მზად ვართ. დაგვიკავშირდით ტელეფონით, ელ-ფოსტით ან სოციალური ქსელის მეშვეობით.

bottom of page