Safety Lab

დაგვიკავშირდით

ჩვენი ოფისი

ჩვენ დაგიკავშირდებით 24 საათის განმავლობაში. ასევე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონზე.

კონტაქტი

ლუბლიანას ქ.13ბ, 0159, თბილისი, საქართველო

+995 551 13 97 17

info@safetylab.ge

ხარისხს ნდობას ჩვენ ვქმნით საკონსულტაციო და ტრენინგ მომსახურება რეპუტაციას
იპოვე შენთვის სასურველი სერვისი
იპოვე შენთვის სასურველი სერვისი

შემოწმებულია 100+ კომპანიის მიერ
შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა
ოფისის სივრცე გუნდური მუშაობის პროცესში

შემოწმებები იწყება - მოამზადეთ თქვენი ბიზნესი დღესვე!

შრომის უსაფრთხოების მასშტაბური ინსპექციები მომავალ კვირას იწყება და ყველა კომპანიას მოეთხოვება სრული შესაბამისობა. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ჯარიმები და საქმიანობის შეჩერება, წინასწარ ჩაატარეთ აუდიტი და მოამზადეთ აუცილებელი დოკუმენტაცია ჩვენს პროფესიონალ სპეციალისტებთან ერთად.

უსაფრთხოების ჩაფხუტიანი მუშა გადაადგილდება საწარმოში.
შრომის ინსპექციამ შეგამოწმათ?
სამრეწველო ქარხნის პანორამული ხედი კვამლით და სტანდარტული ინფრასტრუქტურით.
ინსპექციამ საქმიანობა შეგიჩერათ?
შრომის უსაფრთხოების ინსპექტორები ამოწმებენ სიგნალიზაციას.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი გჭირდებათ?

ვინ ვართ ჩვენ

შრომის უსაფრთხოების ლიდერი კომპანია

სეიფთი ლაბი არის შრომის უსაფრთხოების კომპანია, რომელიც 2018 წლიდან საქართველოში ავითარებს ინოვაციურ მიდგომებს, თანამედროვე პრევენციულ მექანიზმებს და მაღალი სტანდარტის უსაფრთხოების პრაქტიკებს. ჩვენი მისიაა შევქმნათ ისეთი სამუშაო გარემო, სადაც შრომის უსაფრთხოება არა მხოლოდ ვალდებულებაა, არამედ კულტურა, რომელსაც ყველა ორგანიზაცია იზიარებს.

ჩვენი გუნდი შედგება გამოცდილი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებისგან, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ კომპანიების გვერდით იმისათვის, რომ გაძლიერდეს უსაფრთხოების სისტემა, პროცედურები, თანამშრომელთა ცოდნა და რისკების მართვა.

150+

შესრულებული
პროექტი

50+

წარმატებული ინსპექტირება
ყოველწლიურად

შრომის უსაფრთხოების სერვისები

ჩვენი შრომის უსაფრთხოების სერვისები სრულად მოიცავს ყველა საჭირო მიმართულებას, რათა თქვენი ორგანიზაცია იყოს დაცული, კანონთან შესაბამისი და ოპერაციულად გამართული.

ინჟინერის სილუეტი ქალაქის პანორამაზე ორმაგი ექსპოზიციით.

შრომის უსაფრთხოების მომსახურეობა

შრომის უსაფრთხოების ექსპერტები დოკუმენტაციას ამზადებენ მაგიდის გარშემო

შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის მომზადება

თანამშრომლები ატარებენ შრომის უსაფრთხოების აუდიტს

შრომის უსაფრთხოების აუდიტი

ტექნიკოსი საზომი მოწყობილობებით ამოწმებს ვენტილაციის სისტემის ჰაერის ნაკადს.

შრომის უსაფრთხოების გაზომვები

ჩვენი პროექტები

ჩვენი შრომის უსაფრთხოების პროექტები

შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში - სახელმძღვანელოს ყდა

შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში

სახელმძღვანელო შრომის ინსპექტირებისთვის - სახელმძღვანელოს ყდა

სახელმძღვანელო შრომის ინსპექტირებისთვის

5-საფეხურიანი სახელმძღვანელო - ყდა

5-საფეხურიანი სახელმძღვანელო

შრომის უსაფრთხოების ჟურნალი - სახელმძღვანელოს ყდა

შრომის უსაფრთხოების ჟურნალი

შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციები და ინსტრუქტაჟები მშენებლობაზე - სახელმძღვანელოს ყდა

შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციები და ინსტრუქტაჟები მშენებლობაზე

Previous
Next

ჩვენი პარტნიორები

ჩვენი გავლენა

ჩვენი საქმიანობა რიცხვებში

01.

ლოკაცია

0

რეგიონალური ოფისი

02.

გამოცდილება

0

წელი შრომის უსაფრთხოებაში

03.

ხალხი

0

დასაქმებული მთელი საქართველოს მასშტაბით

04.

ინციდენტები

0

მნიშვნელოვანი ინციდენტი ბოლო 5 წელიწადში

ხშირად დასმული კითხვები შრომით უსაფრთხოებაზე

რა არის საჭირო შრომის უსაფრთხოების სფეროში მუშაობის დასაწყებად?

შრომის უსაფრთხოების სფეროში საქმიანობის დასაწყებად აუცილებელია აკრედიტებული შრომის უსაფრთხოების სასწავლო პროგრამის გავლა, რომელიც რეგულირდება შესაბამისი ბრძანებით. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატი, რომელიც გაძლევთ უფლებას ჩაერთოთ ამ სფეროში პროფესიული თვალსაზრისით. თუმცა, მხოლოდ სერტიფიკატის ქონა არ ნიშნავს სრულფასოვან ექსპერტობას. რეალური კომპეტენცია ყალიბდება შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ღრმა ცოდნით, პრაქტიკული გამოცდილებით, რისკების შეფასებისა და უსაფრთხოების პროცესების მართვის უნარის განვითარებით. სწორედ ამ ფაქტორების ერთობლიობა განსაზღვრავს სპეციალისტის პროფესიულ დონესა და კარიერულ ზრდას.

საერთაშორისო შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირება მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ქმნის როგორც სპეციალისტისთვის, ისე ორგანიზაციისთვის. მსოფლიოში აღიარებული პროგრამები, როგორიცაა IOSH, NEBOSH და OSHA, დაფუძნებულია თანამედროვე პრაქტიკაზე და რეალურ სამუშაო პროცესებზე მორგებულ მიდგომებზე. მათი სერტიფიკატები ფართოდ არის აღიარებული სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ინდუსტრიის ფარგლებში. საქართველოში განსაკუთრებით აღსანიშნავია IOSH-ის სერტიფიკატი, რომელიც უვადოდ არის აღიარებული და დამატებით ადმინისტრაციულ თუ ფინანსურ ტვირთს აღარ ქმნის. საერთაშორისო კურსები არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ სისტემურ ხედვას აყალიბებს შრომის უსაფრთხოების მართვის მიმართულებით.

საქართველოში შრომის უსაფრთხოების რეგულირება ეფუძნება ორგანულ კანონს შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ეტაპობრივად ფართოვდება და ივსება კანონქვემდებარე და ნორმატიული აქტებით. ამ პროცესის მიზანია სამუშაო გარემოს მაქსიმალურად უსაფრთხო სტანდარტებთან დაახლოება. დღეის მდგომარეობით უკვე მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც არეგულირებს სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. აღნიშნული საკანონმდებლო ბაზა ავალდებულებს დამსაქმებლებს დაიცვან დასაქმებულთა ჯანმრთელობა და უზრუნველყონ რისკების პრევენცია ყველა ეტაპზე.

შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობა კომპანიებს ავალდებულებს არა მხოლოდ გარკვეული დოკუმენტების ქონას, არამედ მათი პრაქტიკაში განხორციელებასა და მუდმივ კონტროლს. სავალდებულო დოკუმენტაცია მოიცავს შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლის დანიშვნასა და მის სერტიფიცირებას, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკასა და პროცედურებს, რისკების შეფასების დოკუმენტს, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმას და თანამშრომელთა ტრენინგების დამადასტურებელ ჩანაწერებს. ასევე აუცილებელია ინციდენტების მოკვლევის პროცესის აღწერა და შესაბამისი ჟურნალების წარმოება. სწორად დანერგილი დოკუმენტაცია ქმნის რეალურ უსაფრთხოების სისტემას და ამცირებს სამართლებრივ თუ ოპერაციულ რისკებს.

შრომის უსაფრთხოების აუთსორსული მომსახურება განსაკუთრებით ეფექტურია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ პროფესიონალური სისტემების სწრაფად დანერგვა და კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობა დამატებითი შიდა რესურსების გაზრდის გარეშე. მოქმედი კანონმდებლობა არ ზღუდავს აუთსორსული კომპანიის დაქირავებას დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით. მთავარი პირობაა, რომ საკონსულტაციო კომპანიამ უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული რაოდენობის შრომის უსაფრთხოების წარმომადგენლები და მართოს პროცესები ხარისხიანად და სისტემურად.

ეფექტური შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია გამოირჩევა სტაბილური პროფესიული საფუძვლით, რაც გამოიხატება საერთაშორისო გამოცდილებაში, სერტიფიცირებული სპეციალისტების გუნდში და ბიზნეს პროცესებზე მორგებულ მიდგომაში. ასეთი კომპანია ახერხებს როგორც პრევენციული, ისე რეაგირებაზე დაფუძნებული პროცესების მართვას, მონაცემების ანალიზს და სუსტი რგოლების იდენტიფიცირებას. სწორედ ამ გზით იგეგმება რეალისტური და პრაქტიკულად განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც ბიზნესისთვის რეალურ შედეგს ქმნის და არა მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობას.

შრომის უსაფრთხოების სისტემების წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული კომპანიის მმართველი გუნდის ჩართულობაზე. მენეჯმენტის მხრიდან მინიმუმ საბაზისო ცოდნა და პროცესების გააზრება აუცილებელია ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად. როდესაც ბიზნესის სტრატეგია თანხვედრაშია შრომის უსაფრთხოების პრინციპებთან, ორგანიზაციაში ყალიბდება ძლიერი უსაფრთხოების კულტურა. ეს კი იწვევს დასაქმებულთა ჯანმრთელობის უკეთ დაცვას, ინციდენტების შემცირებას და ფინანსური დანაკარგების თავიდან აცილებას.

ჟოლტ დუდას
მარიამ სვანიძე

გაიგეთ რას ფიქრობენ ჩვენზე

“მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ვქმნით ფუნდამენტს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვისთვის. მუდმივი შეხვედრებისა და სწავლებების ფორმატში, ვუზიარებთ კომპანიის წარმომადგენლებს ახალ მიდგომებს დარგში და ვეხმარებით მათ დანერგვაში.”
ჟოლტ დუდას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში
“სეიფთი ლაბთან თანამშრომლობა გრძელდება 5 წელზე მეტია და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმენით უსაფრთხო სამუშაო გარემო. წლებია ვმუშაობთ დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე და ამ გზაზე მიუხედავად ბევრი წინაღობისა, გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები.”
მარიამ სვანიძე შრომის უსაფრთხოების ევროპული გაერთიანების წარმომადგებელი საქართველოში
“მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ ვქმნით ფუნდამენტს სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების დაცვისთვის. მუდმივი შეხვედრებისა და სწავლებების ფორმატში, ვუზიარებთ კომპანიის წარმომადგენლებს ახალ მიდგომებს დარგში და ვეხმარებით მათ დანერგვაში.”
ჟოლტ დუდას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში
“სეიფთი ლაბთან თანამშრომლობა გრძელდება 5 წელზე მეტია და ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ერთად შევქმენით უსაფრთხო სამუშაო გარემო. წლებია ვმუშაობთ დასაქმებულთა უსაფრთხო სამუშაო კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე და ამ გზაზე მიუხედავად ბევრი წინაღობისა, გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები.”
მარიამ სვანიძე შრომის უსაფრთხოების ევროპული გაერთიანების წარმომადგებელი საქართველოში